ონლაინ ოლიმპიადა 2020

ონლაინ ოლიმპიადა 2020

This content is available in its original language. KA

მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის ორგანიზებით, პირველად ჭადრაკის ისტორიაში, 22 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით, საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com მიმდინარეობს ონლაინ-ოლიმპიადა!

ტურნირში მონაწილეობას ღებულობს 163 ქვეყანა. შეჯიბრება ტარდება 2 ეტაპად. კონტინენტალურ საჭადრაკო ფედერაციებს აქვს რამოდენიმე ქვეყნის ნომინირების შესაძლებლობა, რომლებიც ჩაერთვებიან პირდაპირ პირველი ეტაპის უმაღლეს დევიზიონში, რომელიც გაიმართბეა 19 აგვისტოდან 23 აგვისთოს ჩათვლით.

გუნდები შედგება 12 მონაწილისგან. თითოეულ გუნდში იქნება 6 დაფა: 1-2 დაფა იქნება მამაკაცთა, 3-4 ქალთა, 5-6 კი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათათვის. გუნდს კაპიტანთან ერთად ეყოლება თითო სარეზერვო მონაწილე ყველა დაფაზე.

დროის კონტროლი: 15 წუთი 5 წამის დამატებით.

საქართველოს გუნდი, ევროპის საჭადრაკო კავშირის ნომინირებით ტურნირში ჩაერთვება პირდაპირ პირველი ეტაპის უმაღლეს დევიზიონში. მეორე ეტაპზე ერთამენთს უკვე შეეჯიბრება 16 გუნდი: 12 გუნდი იქნება უმაღლეს დევიზიონში 4-ვე ქვეჯგუფიდან გამარჯვებულები, (ყველა დევიზიონიდან 3 გუნდი გადადის მეორე ეტაპზე) 4 კი დაემატება ფიდეს ნომინირებით. ეს ეტაპი გაიმართება უკვე ნოკაუტ სისტემით.

საქართველოს გუნდის შემადგენლობა:

I დაფა - ბაადურ ჯობავა, ლუკა პაიჭაძე (სათადარიგო)

II დაფა - ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე (სათადარიგო)

III დაფა - ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი (სათადარიგო)

IV დაფა - მერი არაბიძე, ბელა ხოტენაშვილი (სათადარიგო)

V დაფა - ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა (სათადარიგო)

VI დაფა - დიანა ლომაია, ლილე ქორიძე (სათადარიგო)

გუნდის კაპიტანი - საერთაშორისო დიდოდსტატი ვალერიანე გაფრინდაშვილი.

← Back to publications

More from this category