საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი ელვისებურ და სწრაფ ჭადრაკში 10 წლამდე გოგონათა შორის ბათუმელების ტრიუმფით დასრულდა!

საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი ელვისებურ და სწრაფ ჭადრაკში 10 წლამდე გოგონათა შორის ბათუმელების ტრიუმფით დასრულდა!

This content is available in its original language. KA

1-6 დეკემბერს ჩატარდა საქალთველოს ონლაინ ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. ტურნირი მიმდინარეობდა chess.com ის პლატფორმაზე , შვეიცარული სისტემით 9 ტურად. აჭარიდან მონაწილეობას იღებდა 4 მოჭადრაკე.

სწრაფ ჭადრაკში დროის კონტროლი იყო 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით, ელვისებურში კი - 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით.

აღსანიშნავია, რომ 10 წლამდე გოგონათა შორის ორივე ტურნირი ბათუმლების ტრიუმფით დასრულდა! კესარია მგელაძემ ორივე ტურნირში I ადგილი დაიკავა! მან სწრაფ ჭადრაკში 9-დან 7.5 ქულა დააგროვა, ელვისებურში კი 9-დან 7 ქულით გაიმარჯვა.

მარიამ კალანდაძემაც ორივე ტურნირში შეძლო ვერცხლის მედლების მოპოვება! მან სწრაფ ჭადრაკში 9-დან 7, ხოლო ელვისებურში 9-დან 6.5 ქულა დააგროვა.

← Back to publications

More from this category