საქართველო - აზერბაიჯანი, ონლაინ ტურნირების შედეგები

საქართველო - აზერბაიჯანი, ონლაინ ტურნირების შედეგები

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22-23 დეკემბერს საჭადრაკო  პლატფორმაზე lichess.org გაიმართა ონლაინ ტურნირები სწრაფ ჭადრაკში საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის  8,10,12, 14 და 16 წლამდე  ჭაბუკთა და გოგონათათვის.

ტურნირები ჩატარდა ორ კატეგორიად A და B. A კატეგორიის ტურნირში 2008 წლის ჩათვლით დაბადებული 32 ჭაბუკი და გოგონა მონაწილეობდა, B კატეგორიის ტურნირში კი 2004 წლის ჩათვლით დაბადებული 39 მონაწილე.

ტურნირის დებულების შესაბამისად ხუთ ასაკობრივ ჯგუფში დაჯილდოვდნენ საუკეთესო ქართველი ჭაბუკი და გოგონა. ესენი არიან:

16 წლამდე - გოგა ლორთქიფანიძე და სოფია ანთია

14 წლამდე - გიორგი გაბუნია და ლიზი ქონიაძე

12 წლამდე - თაზო ლომინაძე და ლულუ დიასამიძე

10 წლამდე - დემეტრე გოგიაშვილი და მარიამ კალანდაძე

8 წლამდე - ალეს ივანოუ და ანეტა ქედელიძე

აღსანიშნავია, რომ A კატეგორიის ტურნირის საერთო ჩათვლაში II ადგილზე გავიდა გიორგი გაბუნია, III-ზე კი ლიზი ქონიაძე. B კატეგორიის ტურნირში კი სამივე საპრიზო ადგილი ქართველებმა დაიკავეს: I- დემეტრე გოგიაშვილი, II- ლულუ დიასამიძე, III- მარიამ კალანდაძე.

← Back to publications

More from this category