This content is available in its original language. KA
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, საჭადრაკო პლატფორმაზე ternelo.com, 6-15 მაისს მიმდინარეობს საქართველოს ონლაინ ჩემპიონატები 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის .
ტურნირები ტარდება 9 ტურად. 18 წლამდე გოგონათა შორის წრიული, ხოლო სხვა კატეგორიებში შვეიცარული სისტემით. დროის კონტორლი: 25 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 5 წამის დამატებით.
შეჯიბრებაში წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 106 სპორტსმენი. აჭარიდან მონაწილეობს 12 მოჭადრაკე.
2-ე ტურის შემდეგ ჩვენებურების მონაგარშია:
- მარიამ კალანდაძე - 2
- ლულუ დიასამიძე - 2
- გიორგი ჭანტურია - 2
- დემეტრე გოგიაშვილი - 1
- გიორგი გოგიაშვილი - 1
- შოთა ცეცხლაძე - 1
- მარიამ ცეცხლაძე - 1
- ლიზი ქონიაძე - 1
- დეა ბედოშვილი - 0 ქულით
- ეკატერინე ცივაძე - 0 ქულით
- ალექსანდრე მსხალაძე - 0 ქულით
- თიკო ბერაია - 0 ქულით
გამარჯვებულები:
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 300 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით, ასევე გადაეცემათ რაპიდში ფიდეს ონლაინ მსოფლიო თასის საგზური;
II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით, ასევე გადაეცემათ რაპიდში ევროპის ონლაინ ჩემპიონატის საგზური.
III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.



