This content is available in its original language. KA
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბთან ''ნონა'' 1 ივნისს 16:00 საათიდან საჭადრაკო აქტივობები გაიმართა.
ამხანაგური მატჩები ითამაშეს აჭარის ასაკობრივი ჩემპიონატების პრიზიორებმა. გუნდები დაკომპლექტებული იყო 5-5 სპორტსმენისგან. თითოეულ გუნდს ყავდა ლიდერი და დაერქვა სახელი.
დროის კონტროლი: თითოეულ გუნდს მიეცა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.
''პაიკებისა'' და ''ლაზიერის'' ორთაბრძოლა, ''პაიკების'' გამარჯვებით დასრულდა!
ამხანაგური მატჩის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სამახსოვრო საჩუქრებით.
გუნდი "პაიკი"-ს შემადგენლობა:
- ლულუ დიასამიძე (ლიდერი)
- მარიამ კალანდაძე
- გიორგი გოგიაშვილი
- შოთა დოლიძე
- ანეტა ქედელიძე

გუნდი "ლაზიერი"-ს შემადგენლობა:
- ალექსანდრე მსხალაძე (ლიდერი)
- ირაკლი ყურშუბაძე
- დემეტრე გოგიაშვილი
- მირიან ბერიძე
- დეა ბედოშვილი




