ს ა მ ძ ი მ ა რ ი

ს ა მ ძ ი მ ა რ ი

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაცია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელას საჯარო სკოლის ჭადრაკის მასწავლებელი გივი გობაძე.

ბატონი გივი 1999 წლიდან უწყვეტად მუშაობდა სოფელ ტაბახმელას საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლად, 2017 წლიდან კი ასწავლიდა ჭადრაკსაც. მისმა მოსწავლეებმა არაერთხელ მიაღწიეს წარმატებას ხულოს მუნიციპალიტეტისა თუ აჭარის ჩემპიონატებზე.

აჭარის ჭადრაკის ფედერაცია თანაუგრძნობს და უსამძიმრებს მის ოჯახს.

← Back to publications

More from this category