ფიდეს ონლაინ თასი ახალგაზრდებს შორის

ფიდეს ონლაინ თასი ახალგაზრდებს შორის

This content is available in its original language. KA

საერთაშორისო საჭადრაკო ონლაინ პლატფორმაზე tornelo.com 1 - 20 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს ფიდეს ონლაინ თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ასპარეზობა იმართება შვეიცარიული სისტემით 10 ტურად. მონაწილეები ერთმანეთს სწრაფი ჭადრაკის ფორმატში შეეჯიბრებიან. ღონისძიებაში ჩართულია 1600 -ზე მეტი მონაწილე 100 -ზე მეტი ფედერაციიდან.

ფინალური ეტაპი გაიმართება 26-31 აგვისტოს, რომლის საგზურსაც მოიპოვებენ თითოეულ კატეგორიაში პირველ ათ ადგილზე გასული მოჭადრაკეები.

საქართველოდან მონაწილეობას იღებს 51 მოჭადრაკე, აღსანიშნავია, რომ მათ შორის 4 აჭარის წარმომადგენელია:

კესარია მგელაძე - 12 წლამდე გოგონათა შორის

მარიამ ცეცხლაძე - 12 წლამდე გოგონათა შორის

ლულუ დიასამიძე - 12 წლამდე გოგონათა შორის

გიორგი გოგიაშვილი - 12 წლამდე ღია კატეგორიაში

← Back to publications

More from this category