მსოფლიო თასის გათამაშება ალექსანდრა კოსტენიუკის და დუდა იან-კშიშტოფის გამარჯვებით დასრულდა!

მსოფლიო თასის გათამაშება ალექსანდრა კოსტენიუკის და დუდა იან-კშიშტოფის გამარჯვებით დასრულდა!

This content is available in its original language. KA

12 ივლისიდან რუსეთის ქალაქ სოჭში მიმდინარეობდა მსოფლიო თასის გათამაშება ქალთა და ვაჟთა შორის. ქალთა ფინალურ მატჩში ასპარეზობდნენ ალექსანდრა კოსტენიუკი და ალექსანდრა გორიაჩკინა, რომელიც ექს-ჩემპიონის ალექსანდრა კოსტენიუკის გამარჯვებით დასრულდა!

ქალთა შორის საქართველოდან მონაწილეობდნენ:

ნანა ძაგნიძე, რომელმაც მეოთხედ ფინალამდე შეძლო გსვლა, იქ კი დაძაბულ ორთაბრძოლაში ანა მუზიჩუკმა სძლია;

ნინო ბაციაშვილი, რომელიც თამაშს 1/8 ფინალში გამოეთიშა ვალენტინა გუნინასთან ორთაბრძოლაში;

ბელა ხოტენაშვილი - თამაშს 1/16 ფინალში გამოეთიშა, სადაც მისი მოწინააღმდეგე ბიბისარა ასუბაევა იყო;

ლელა ჯავახიშვილი - თამაშს 1/32 ფინალში გამოეთიშა, სადაც გულნარა მამედოვას ებრძოდა.

ვაჟთა შორის ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ნახევრფინალში ასპარეზობდნენ: მაგნუს კარლსენი, ვლადიმირ ფედოსეევი, სერგეი კარიაკინი და დუდა იან-კშიშტოფი, რომელმაც მაგნუს კარლსენს სძლია და ფინალურ მატჩში გადავიდა სერგეი კარიაკინთან ერთად, სადაც მორიგი გამარჯვება იზეიმა და მსოფლიო თასის გამარჯვებულიც გახდა!

დუდა იან-კშიშტოფი, მსოფლიო თასის გამარჯვებული!

ვაჟთა შორის საქართველოდან მონაწილობდნენ: ბაადრურ ჯობავა, ლევან ფანცულაია და ლუკა პაიჭაძე. ბაადრურ ჯობავამ მხოლოდ 1/64 ფინალში შეძლო გასვლა, ლევან ფანცულაია და ლუკა პაიჭაძე კი 1/128 ფინალში გამოეთიშნენ თამაშს.

← Back to publications

More from this category