მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩვენების გამარჯვებით დასრულდა!

მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩვენების გამარჯვებით დასრულდა!

This content is available in its original language. KA

მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის პირველი ეტაპი B ჯგუფში საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, ხოლო A ჯგუფში CFR-ის გუნდმა იმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა 8 სამატჩო ქულა დააგროვა, 1 ქულით გაუსწრო უკრაინის და ყაზახეთის გუნდებს და დამაჯერებლად გავიდა პირველ ადგილზე.

მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზებენ: საქართველო, ინდოეთი, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ამერიკა, ყაზახეთი და სასომხეთი.

30 სექტემბრიდან დაიწყება ტურნირის მეორე ეტაპი, რომელიც უკვე ნოკაუტ სისტემით გაიმართება. თითოეულ ეტაპზე გამარჯვებულის ბედს 2 მატჩიანი შეჯიბრი გადაწყვიტავს, 45-წუთიანი პარტიების ფრედ დასრულების შემთხვევაში კი დამატებითი მატჩი გაიმართება ელვისებურ ჭადრაკში - 3 წუთი 2 წამის დამატებით.

ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები:

  • ნანა ძაგნიძე (2455) 3/5
  • ნინო ბაციაშვილი (2371) - 4/5
  • მერი არაბიძე (2434) - 2/5
  • ლელა ჯავახიშვილი (2364) - 3/4
  • სალომე მელია (2271) - 1,5/2

მეოთხედფინალში ჩვენების მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იქნება.

← Back to publications

More from this category