ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველების მონაგარში ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებია!

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველების მონაგარში ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებია!

This content is available in its original language. KA

საჭადრაკო პლატფორმაზე www.tornelo.com 14-21 ოქტომბერს ჭაბუკთა და გოგონათა შორის ევროპის ახალგაზრდული ჩემპონატი გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა 7 ასაკობრივ კატეგორიაში: U8, U10, U12, U14, U16, U18, U20.

საქართველოდან ასპარეზობდა 42 მოჭადრაკე, მათ შორის კი 3 სპორტსმენი აჭარის წარმომადგენელი იყო: კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე და ლულუ დიასამიძე.

აღსანიშნავია, რომ ქართველებმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს.

ანასტასია კირთაძე 9-დან 7 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ელენე წოწონავამ კი 9-დან 6.5 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

აჭარის წარმომადგენლების შედეგები:

კესარია მგელაძემ 9-დან 6 ქულით VI ადგილი დაიკავა, ლულუ დიასამიძემ და მარიამ ცეცხლაძემ კი 9-დან 5 ქულა დააგროვეს.

← Back to publications

More from this category