ბათუმელი დეა ბედოშვილი 18 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა!

ბათუმელი დეა ბედოშვილი 18 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა!

This content is available in its original language. KA

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 9-დან 18 აპრილის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატი 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

ტურნირები შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

აჭარიდან მონაწილეობდა 11 მოწადრაკე:

  • დეა ბედოშვილი (7 ქულა) U18
  • კესარია მგელაძე (4 ქულა) U18
  • გოგა ლორთქიფანიძე (4 ქულა) U18
  • გიორგი გოგიაშვილი (4.5 ქულა) U14
  • გიორგი ჭანტურია (4.5 ქულა) U14
  • დემეტრე გოგიაშვილი (4 ქულა) U14
  • ლულუ დიასამიძე (5.5 ქულა) U14
  • მარიამ ცეცხლაძე (5.5 ქულა) U14
  • მარიამ კალანდაძე ( 5.5 ქულა) U14
  • თიკო ბერაია (5 ქულა) U14
  • ანეტა ქედელიძე (3 ქულა) U14

18 წლამდე გოგონათა შორის ბათუმელი დეა ბედოშვილი 9-დან 7 ქულით ოქროს მედლის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონი გახდა! მწვრთნელი - ლეონიდ ნეურონოვი

14 წლამდე გოგონებში, ჩვენებურებმა III-VII ადგილები გაინაწილეს, კოეფიციენტით კი საპრიზო მესამე ადგილი თბილისელ მართა სორდიას შეხვდა.

← Back to publications

More from this category