საჭადრაკო ბლიც-ტურნირი ევროპის დღეების აღსანიშნავად

საჭადრაკო ბლიც-ტურნირი ევროპის დღეების აღსანიშნავად

This content is available in its original language. KA

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობის ფარგლებში, 12 მაისს, აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ევროპის დღეების აღსანიშნავად საჭადრაკო ბლიც-ტურნირი გაიმართება.

ღონისძიება ჩატარდება 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე.

ტურნირში რეიტინგის დათვლა გადაწყდება მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით.

მონაწილეებმა რეგისტარციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა - https://docs.google.com/forms/d/1aY46giHLpFK4_LdM1kGkBQUGJTE2wPX9

ტურნირის გახსნის ცერემონია შედგება - 14:30 საათზე

I ტური დაიწყება - 15:00 საათზე

ტურნირის დახურვის ცერემონია გაიმართება - 17:00 საათზე

გამარჯვებულები, I-II-III ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან: თასით, სიგელით და სამახსოვრო საჩუქრებით.

← Back to publications

More from this category