ბლიც-ტურნირის გამარჯვებულები

ბლიც-ტურნირის გამარჯვებულები

This content is available in its original language. KA

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობის ფარგლებში, 12 მაისს, აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ევროპის დღეების აღსანიშნავად საჭადრაკო ბლიც-ტურნირი გაიმართა.

ღონისძიება ჩატარდა 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცა 5 წუთი პარტიის ბოლომდე.

7-დან 6 ქულით ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ლუკა მახარაძე, ნათია ვასაძე და დემეტრე გოგიაშვილი.

ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები, საპრიზო სამეულში გასულებს კი დამატებით - თასი და ფასიანი საჩუქარი.

ფოტოგალერეა

← Back to publications

More from this category