This content is available in its original language. KA
16 ოქტომბერს, ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში, ელვისებურ ჭადრაკში გურამ ჭანტურიას მემორიალი გაიმართა.
ტურნირი ჩატარდა ღია და 12 წლამდე კატეგორიაში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. ორივე კატეგორიაში დაითვალა ფიდეს რეიტინგი. ღონისძიებაში ჩართული იყო 37 მოჭადრაკე.
ღია კატეგორიის გამარჯვებულები:
I - თენგიზ დიდმანიძე
II - ჯამბულ მახარაძე
III - ზვიად ქამადაძე
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა - თინათინ ბერიძემ.
12 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:
I - შოთა ცეცხლაძე
II - ნუგზარ ასკეროვი
III - რატი დიასამიძე
გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა - ანა მალაზონიამ.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ: მედლებით, დიპლომებით, თასით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით.



