This content is available in its original language. KA
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის ბათუმის სპორტის სასახლეში, აჭარის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობდა 34 მოჭადრაკე. ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად, სადაც ითვლებოდა საერთაშორისო რეიტინგი. დროის კონტროლი: 5 წუთი 2 წამის დამატებით.
გამარჯვებულები ვაჟთა შორის:
I ადგილი - ჯამბულ მახარაძე
II ადგილი - ზვიად ქამადაძე
III ადგილი - ალექსანდრე რუხაძე
გამარჯვებულები ქალთა შორის:
I ადგილი - თინათინ ბერიძე
II ადგილი - კესარია მგელაძე
III ადგილი - ნინო ჟღენტი



