აკაკი იაშვილი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს!

აკაკი იაშვილი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს!

This content is available in its original language. KA

23 დეკემბერს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა. დამსწრე დელეგატთა სრული მხარდაჭერით მომავალი 4 წლის ვადით ფედერაციის პრეზიდენტად აკაკი იაშვილი აირჩიეს!

ყრილობას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდა.

აკაკი იაშვილი ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, ამჟამად კი ამავე ორგანიზაციის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორია.

აკაკი იაშვილმა მადლობა გადაუხადა ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ გია გიორგაძეს, რომელიც 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჭადრაკის ფედერაციას, ამიერიდან კი საქმიანობას ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით გააგრძელებეს. გენერალურ მდივნად ისევ სოფიო გვეტაძე აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ახლად არჩეულ გამგეობას, არსებული 15 წევრიდან, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელიაც წარმოადგენს.

გეგმები:

  • ჩვენი დევიზია: 'ყველაფერი უმაღლესი შედეგისთვის’. ფედერაციის ყველა ორგანო ამუშავდება მეტი ძალისხმევით იმისათვის რომ შედეგები კიდევ უფრო გაიზარდოს ყველა მიმართულებით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა 2030 წლამდე დავიბრუნოთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის.
  • ვიმუშავებთ ფედერაციის რებრენდიგზე, გავაძლიერებთ ძალისხმევას მარკეტინგის მიმართულებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჭადრაკი გაუტოლდეს ოლიმპიურ სახეობებს.
  • განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბავშთა ჭადრაკს და მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

← Back to publications

More from this category