This content is available in its original language. KA
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 29 იანვარს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში "ACF CUP 2023" გაიმართება.
ჩემპიონატი ჩატარდება ღია კატეგორიაში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.
ტურნირში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი ბმული: სარეგისტრაციო ბმული
საკონტაქტო მობ: 558 410904 (599 069497)
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 28 იანვრის 20:00 საათი.
ჩემპიონატის მონაწილეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2023 წლის საწევრო შენატანი ( 24 ლარი) თავიანთი რეგიონის მიხედვით. აჭარის წარმომადგენლებისთვის ანგარიშის ნომერია: GE95BG 0000 000 3630 99200, ს.ს.’’ საქართველოს ბანკი’’.
მონაწილეებმა გადახდის ქვითარი უნდა წარადგინონ ტურნირის გახსნის ცერემონიაზე.
ჩემპიონატში სატურნირო შესატანი არ არის.
ტურნირის განრიგი:
| ჩამოსვლის დღე | 28 იანვარი | |
| გახსნა | 29 იანვარი | 16:00 |
| 1 ტური | 29 იანვარი | 16:30 |
| 2 ტური | 29 იანვარი | 17:00 |
| 3 ტური | 29 იანვარი | 17:30 |
| 4 ტური | 29 იანვარი | 18:00 |
| 5 ტური | 29 იანვარი | 18:30 |
| 6 ტური | 29 იანვარი | 19:00 |
| 7 ტური | 29 იანვარი | 19:30 |
| 8 ტური | 29 იანვარი | 20:00 |
| 9 ტური | 29 იანვარი | 20:30 |
| დახურვა | 29 იანვარი | 21:00 |
ტურნირის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფულადი პრიზით:
- I ადგილი - 150 ლარი
- II ადგილი - 130 ლარი
- III ადგილი - 100 ლარი
ტურნირის გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება თასით;
ქალთა ნომინაციაში გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით.
ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ფელიქს მელქონიანი



