სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები

სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები

This content is available in its original language. KA

აჭარი მასობრივი სპორტის რეგიონული ფედერაციის ეგიდით, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღეს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის სწრაფ ჭადრაკში 1 დღიანი ტურნირი გაიმართა.

ტურნირი ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 10 წუთი 5 წამის დამატებით.

ღონისძებაში აჭარის სხვადასხვა რაიონიდან 73 ნორჩი მოჭადრაკე ასპარეზობდა.

გამარჯვებული სამეული ჭაბუკთა შორის:

  1. გიორგი გოგიაშვილი (მწვრთნელი: ალექსი ტერ-კარაპეტიანი) 7-დან 7 ქულა
  2. დემეტრე გოგიაშვილი (მწვრთნელი: ალექსი ტერ-კარაპეტიანი) 7-დან 6 ქულა
  3. ალექსანდრე ვასაძე (მწვრთნელი: ნესტან მახაჭაძე) 7-დან 6 ქულა

გამარჯვებული სამეული გოგონათა შორის:

  1. ინეზა ართმელაძე (მწვრთნელი: იამზე ბოლქვაძე) 7-დან 5 ქულა
  2. ლანა დარახველიძე (მწვრთნელი: ნესტან მახაჭაძე) 7-დან 5 ქულა
  3. ნინო ნაკაშიძე (მწვრთნელი: გიორგი ჭანტურია) 7-დან 5 ქულა

I,II,III ადგილზე გასული ჭაბუკები და გოგონები დაჯილდოვდნენ: მედლით, სიგელით, თასით და ფასიანი საჩუქრებით. ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სერტიფიკატი.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი:

← Back to publications

More from this category