This content is available in its original language. KA
2023 წლის 25 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, იტალიის Acqui Terme-ში ჩატარდა სენიორთა ევროპის ჩემპიონატი ორ ასაკობრივ კატეგორიაში 65+ და 50+.
ღონისძიებაში ორი ქართვველი დიდოსტატი მონაწილეობდა:
- 50+ ვაჟთა შორის - ზურაბ სტურუა
- 65+ ქალთა შორის - ნონა გაფრინდაშვილი
ქალთა შედეგები 65+ :
1. WGM ჟიზელა ფიშდიკი (გერმანია) ევროპის ჩემპიონი – 6
2. GM ნონა გაფრინდაშვილი (საქართველო) – 5½
3. WFM მირა კიერზეკი (გერმანია) – 4½

აღსანიშნავია, რომ 2015, 2016 და 2019 წლების შემდეგ, ზურაბ სტურუამ უკვე მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული!




