კესარია მგელაძის წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

კესარია მგელაძის წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

This content is available in its original language. KA

30 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, გერმანიის ქალაქ მიუნსტერში საერთაშორისო ტურნირი "Munsterland Open" გაიმართა, სადაც მონაწილეობას ღებულობდა აჭარის ახალგაზრდული ნაკრების წევრი კესარია მგელაძე.

ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და მასში 12 ქვეყნის 172 მონაწილე ასპარეზობდა.

კესარიამ 9-დან 6 ქულა დააგროვა, თავის რეიტინგს 78 პუნქტი შემატა და ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა! ტურნირის სასტარტო სიაში კესარია რეიტინგით 52-ე იყო, საბოლოოდ კი აღსანიშნავია, რომ საერთო ჩათვლაში 18-ე ადგილზე გავიდა.

← Back to publications

More from this category