საჭადრაკო ბლიც-ტურნირი ,,ბათუმის თასი’’ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის

საჭადრაკო ბლიც-ტურნირი ,,ბათუმის თასი’’                                      ვეტერან მოჭადრაკეთა შორის

This content is available in its original language. KA

14 დეკემბერს აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ქ. ბათუმის ვეტერანთა საჭადრაკო კლუბში "ნონა"სტარტს აიღებს ბლიც-ტურნირი ჭადრაკში "ბათუმის თასი" ვეტერანთა შორის.

აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება სიახლეა ჩვენს კალენდარში და წელს ის პირველად ტარდება.

ტურნირში დაიშვებიან 50 + ვეტერანი მოჭადრაკე ქალები და მამაკაცები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან.

დროის კონტროლი: 10 წთ პარტიის ბოლომდე.

რეგისტრაცია:   14  დეკემბრის 11.30 საათამდე, I ტური: 14  დეკემბერს 12.00 სთ-ზე.

1-3  ადგილზე გასული ვეტერანი ქალი და მამაკაცი მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და  ფასიანი  საჩუქრებით,  ხოლო  ტურნირის  გამარჯვებული  გახდება  ‘’ბათუმის  თასის’’  მფლობელი. შეჯიბრების  ყველა  მონაწილეს  გადაეცემა სიმბოლური  საჩუქარი.

← Back to publications

More from this category