საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას მემორიალის შედეგები

საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას მემორიალის შედეგები

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 8 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას მემორიალი გაიმართა.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდა 2 კატეგორიად:

კატეგორია A: ქალთა ტურნირი;

კატეგორია B: ბლიც ტურნირი 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

დროის კონტროლი: ორივე კატეგორიაში თითოეულ მონაწილეს მიეცა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 5 წამის დამატებით;

ღონისძეიბაში ჯამში 40-მდე მონაწილე ასპარეზობდა. ქალთა კატეგორია ჩატარდა წრიული სისტემით 5 ტურად, ხოლო 16 წლამდე ღია კატეგორია - შვეიცარული სისტემით 7 ტურად.

ორივე კატეგორიაში I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე  თასით.

ქალთა ტურნირის საბოლოო შედეგები:

  1. ნესტან მახაჭაძე
  2. ეთერ თურმანიძე
  3. მედეა ბიბილეიშვილი
  4. თალიკო გაბეჩავა
  5. ანა ნიკოლაიშვილი
  6. დარეჯან დიასამიძე

16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გამარჯვებული სამეული:

  1. დემეტრე გოგიაშვილი
  2. შოთა ცეცხლაძე
  3. შოთა დოლიძე

ღონისძიების ფოტოკოლაჟი:

← Back to publications

More from this category