მწვრთნელთა პროფესიული გადამზადების სემინარები ჭადრაკში

მწვრთნელთა პროფესიული გადამზადების  სემინარები ჭადრაკში

This content is available in its original language. KA

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სპორტის დეპარტამენტის ინიციატივითა და ფინანსურური მხარდაჭერით, აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და რეგიონალური მასობრივი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანადგომით ქ.ბათუმში, 9-12 აპრილს, მწვრთნელთა პროფესიული გადამზადების სემინარები გაიმართა. ღონისძიების მასპინძელი და მხარდამჭერი იყო სატურმო "აისი".

სემინარს ხელმძღვანელობდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ფიდეს სენიორ ტრენერი, საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა. კენჭისყრის შემსწავლელი პროგრამის შესწავლას უძღვებოდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის C კატეგორიის მწვრთნელი დიანა ქუთელია.

სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე მონაწილეები დააჯილდოვეს: აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ნიჟარაძემ, მოადგილე ირაკლი აბულაძემ, სასტუმრო ''აისის'' გენერალურმა მენეჯერმა მარიკა ბოლქვაძემ, დირექტორმა - თინათინ მაკარაძე-მახარაძემ, საერთაშორისო დიდოსტატმა დავით ჯოჯუამ და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი:

← Back to publications

More from this category