This content is available in its original language. KA
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი.
თასის მფლობელი გახდა თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის კლუბი "აზმაი" , რომლის შემადგელობაშიც თამაშობდა ბათუმელი მოჭადრაკე - კესარია მგელაძე.
ვერცხლის მედალი მოიპოვა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გუნდმა "ნტნ", მესამე ადგილზე კი ქუთაისის "ქუთაისი" გავიდა.
საკლუბო ჩემპიონატის დახურვაზე გამარჯვებულები ლეგენდარულმა ჩემპიონებმა, ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ დააჯილდოეს.
ტურნირის საპრიზო ფონდი 14 000 ლარს შეადგენდა.



