ფიდეს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია ტურნირის ფამარჯვებულები

ფიდეს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია ტურნირის ფამარჯვებულები

This content is available in its original language. KA

სასტუმრო ‘ბილთმორში’ დასრულდა ფიდეს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.

შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 17 000 ლარს შეადგენდა.

ასპარეზობას განასაკუთრებული ელფერი შემატა მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის, საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრების წევრთა მონაწილეობამ.

ვაჟთ შორის, 7-7 ქულით პირველობა გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

  • I ადგილი - გიგა ყუფარაძე
  • II ადგილი - ბაადურ ჯობავა
  • III ადგილი -ლევან ფანცულაია.

ქალთა შორის 5,5 ქულით პირველობა სოფიკო ხუხაშვილმა დაისაკუთრა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და II-III ადგილი გაიყვეს: ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ.

ტურნირში ასევე დაწესებული იყო პრიზები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.

50+ სენიორთ ნომინაციის გამარჯვებულები - ციალა ქასოშვილი, მიხეილ კეკელიძე.

65+ ნომინაციის გამარჯვებული - ნონა გაფრინდაშვილი.

18 წლამდე ნომინაციის გამარჯვებულები: ლულუ დიასამიძე დავით თათვიძე.

← Back to publications

More from this category