This content is available in its original language. KA
27 - 29 დეკემბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა ტურნირი სწრაფ ჭადრაკში - "საქართველოს თასის გათამაშება - 2019" .
ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. ტურნირის რეგლამენტი: 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.
ბათუმელმა მოჭადრაკემ ნოდარ ლორთქიფანიძემ დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვა საქართველოს თასი. მან 9 ტურიდან 8 ქულა დააგროვა. ქალთა შორის კი II-III ადგილები გაიყვეს მირანდა მიქაძემ და მარიამ თევზაძემ.




