საკვალიფიკაციო ტურნირი V, IV და III სპორტულ თანრიგზე

საკვალიფიკაციო ტურნირი V, IV და III სპორტულ თანრიგზე

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 22-23 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში V, IV და III თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული
სისტემით 7 ტურად. ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის სისტემას, დროის კონტროლს და ტურის დაწყების საათს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.

მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა - https://forms.gle/9ab6Tcs8SW4HRYwr5

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 21 მარტი 19:00 საათი.
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.
რეგისტრაციაზე და კენჭისყრაზე საკონტაქტო პირია მსაჯი - 558 410904.

ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა: 22 მარტი, 12:30 სთ.
I-II-III ტური ჩატარდება 22 მარტს. I ტური დაიწყება 13:00 საათზე, ყოველი მომდევნო კი
თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.
IV-V-VI-VII ტური - 23 მარტი, დასაწყისი 13:00 სთ.
ტურნირის დახურვა: 23 მარტი, 16:00 სთ.

სატურნირო შესატანი: 15 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს "საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე
ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა -
https://forms.gle/ZGdjH68jACZ7R5v28

ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის
ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).

დაჯილდოება:

  • 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლითა და დიპლომით.
  • V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4 და მეტ ქულას
    მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.
  • IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4.5 და მეტ ქულას
    მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.
  • III თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას
    მიენიჭებათ III სპორტული თანრიგის 1 ბალი.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ქლექსი ტერ-კარაპეტიანი

← Back to publications

More from this category