This content is available in its original language. KA
17-18 მაისს, აჭარის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს მე-2 სასკოლო ოლიმპიადის “ნონა გაფრინდაშვილი თასის” რაიონული ეტაპი გაიმართა.
შეჯიბრება ჩატარდა ოლიმპიური სისტემით და თითოეულ გუნდს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების I - II კლასის მოსწავლეები წარმოადგენდნენ.
სასკოლო ოლიმპიადის ჩატარების სისტემა
სასკოლო ოლიმპიადა გაიმართება 3 ეტაპად:
I ეტაპი - რაიონული პირველობა. ოლიმპიური სისტემით;
II ეტაპი - რეგიონული პირველობა. ოლიმპიური ან წრიული სისტემით;
III ეტაპი - ფინალი. ოლიმპიური სისტემით.
I ეტაპის გამარჯვებულები:
- ბათუმი - შპს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა
- ქობულეთი - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის №1 საჯარო სკოლა
- ქედა - დაბა ქედის საჯარო სკოლა
- ხელვაჩაური - დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა
- ხულო - სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლა
- შუახევი - სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:











