This content is available in its original language. KA
27-30 სექტემბერს, ქ. ქუთაისში საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.
ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დაითვალა ფიდეს რეიტინგი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.
დროის კონტროლი:
სწრაფ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.
ელვისებურ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 3 წუთი პარტიის
ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 2 წამის დამატებით.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 400-მდე სპორტსმენი. აჭარიდან წარმოდგენილი იყო 6 მოჭადრაკე:
- ბულკა ვიტალი - 8 წლამდე ჭაბუკთა შორის
- ევდოკიმოვ იური - 8 წლამდე ჭაბუკთა შორის
- სხვიტარიძე დანიელი - 10 წლამდე ჭაბუკთა შორის
- დიდმანიძე რატი - 12 წლამდე ჭაბუკთა შორის
- მახარაძე დემეტრე - 12 წლამდე ჭაბუკთა შორის
- ანთაძე ანდრია - 14 წლამდე ჭაბუკთა შორის
აღსანიშნავია, რომ ჩვენი სპორტსმენების მონაგარში 5 მედალია: 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბლინჯაო.
- დიასამიძე რატი - I ადგილი ელვისებურ ჭადრაკში (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ევდოკიმოვ იური - I ადგილი როგორც ელვისებურ, ასევე სწრაფ ჭადრაკში (8 წლამდე ჭაბუკთა შორის )
- სხვიტარიძე დანიელი - II ადგილი სწრაფ ჭადრაკში (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ბულკა ვიტალი - III ადგილი ელვისებურ ჭადრაკში (8 წლამდე ჭაბუკთა შორის)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:






