2020 წლის საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატი

2020 წლის საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატი

This content is available in its original language. KA

ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატი, რომელიც იმართება 16 მონაწილეს შორის ოლიმპიური სისტემით. საპრიზო ფონდი 29 500 ლარს შეადგენს.

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2020 წლის ევროპის  ვაჟთა ჩემპიონატზე.

I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად.

აღსანიშნავია, რომ ბათუმიდან მონაწილეობს 2 სპორტსმენი: ირაკლი ახვლედიანი და გაიოზ ნიგალიძე.

მონაწილეთა სია:

1. ფანცულაია ლევან - 2598 ს/დ;
2. გაგუნაშვილი მერაბ - 2580 ს/დ;
3. ჯოჯუა დავით - 2563 ს/დ;
4. არუთინიანი დავით - 2551 ს/დ;
5. პაიჭაძე ლუკა - 2550 ს/დ;
6. სტურუა ზურაბ - 2530 ს/დ;
7. შანავა კონსტანტინე - 2507 ს/დ;
8. ნიგალიძე გაიოზ - 2474 ს/ო;
9. მაღალაშვილი დავით - 2473 ს/დ;
10. ყუფარაძე გიგა - 2462 ს/დ;
11. სანიკიძე თორნიკე - 2451 ს/დ;
12. თუთისანი ნოე - 2429 ს/ო;
13. ახვლედიანი ირაკლი - 2353 ფ/ო;
14. მორჩიაშვილი ბაჩანა - 2312 ს/ო;
15. ლომსაძე დავით - 2306 ს/დ;
16. ფაცია ზვიად - 2197

← Back to publications

More from this category