ღია ტურნირი ‘’დამწყები პაიკები’’

ღია ტურნირი ‘’დამწყები პაიკები’’

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 31 იანვარს, ქ. ბათუმში, ღია ტურნირი ‘’დამწყები პაიკები’’ გაიმართება.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი: აჭარის სპორტის დეპარტამენტი.

ჩატარების ადგილი: მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე, მის: ლეონიძის 15

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება 8 წლამდე ღია კატეგორიაში;

ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  ორგანიზატორი.  

მონაწილენი:

  მოჭადრაკეები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან, რომელთაც აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა არცერთ ოფიციალურ ტურნირში.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა:  https://forms.gle/iJP7KGbAATHP7ybY6

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2026 წლის 30 იანვარი, 19:00 საათი.

რეგისტრაციის  ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს  მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა: 31 იანვარი, 13:00 სთ.

I ტური დაიწყება13:30 საათზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.

ტურნირის დახურვა: 17:00 სთ.

სატურნირო შესატანი: 15 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’

ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

გამარჯვებულები:

I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან  მედლითა და დიპლომით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე  თასით. ტურნირიში ასევე გამოიყოფა 1 საუკეთესო გოგონა, რომელიც დაჯილდოვდება  მედლით, დიპლომით და თასით.   ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო სიგელი.

ტურნირის  დირექტორი:  საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია  

← Back to publications

More from this category