“ACF CUP 2026”-ის გამარჯვებულები

“ACF CUP 2026”-ის გამარჯვებულები

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 31 იანვარს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში “ACF CUP 2026” გაიმართა.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი აჭარის სპორტის დეპარტამენტი.

ჩემპიონატი ჩატარდა 4 კატეგორიაში:

  • A – ღია ტურნირი;
  • B – ღია ტურნირი 12 წლამდე;
  • C – ღია ტურნირი 10 წლამდე;
  • D – ღია ტურნირი 8 წლამდე.

A კატეგორია გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. დაითვალა ელვისებური ჭადრაკის რეიტინგი.

B,C,D კატეგორია გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი 3 წამის დამატებით.

ღონისძიებაში 84 სპორტსმენი მონაწილეობდა.

A – ღია ტურნირის გამარჯვებულნი:

  1. რუხაძე ალექსანდრე (9-დან 7.5 ქულა)
  2. ბოლქვაძე თედო (9-დან 7 ქულა)
  3. ქამადაძე ზვიადი (9-დან 7 ქულა)

ქალთა ნომინაციის გამარჯვებული - კარიმოვა ანტონინა (9-დან 5 ქულა)

B – ღია ტურნირის 12 წლამდე გამარჯვებულნი:

  1. აბულაძე ილია (7-დან 7 ქულა)
  2. არუთინიანი ანრი (7-დან 5 ქულა)
  3. კალანდაძე ალექსანდრე (7-დან 5 ქულა)

გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული - გოგუაძე მარიამი (7-დან 5 ქულა)

C – ღია ტურნირის 10 წლამდე გამარჯვებულნი:

  1. სხვიტარიძე დანიელი (7-დან 6.5 ქულა)
  2. ცინცაძე თევდორე (7-დან 6 ქულა)
  3. ფუტკარაძე დავითი (7-დან 4.5 ქულა)

გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული - სოსელია ევა (7-დან 5 ქულა)

D – ღია ტურნირის 8 წლამდე გამარჯვებულნი:

  1. სადოვსკი ტიხონ (7-დან 7 ქულა)
  2. რიჟოვ ტიმურ (7-დან 5 ქულა)
  3. ნაგერვაძე ელისაბედ (7-დან 3 ქულა)

გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული - შაინიძე ნატა (7-დან 6 ქულა)

ღონისძიების ფოტოკოლაჟი:

← Back to publications

More from this category