დამწყები პაიკების გამარჯვებულები

დამწყები პაიკების გამარჯვებულები

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 31 იანვარს, ქ. ბათუმში, ღია ტურნირი ‘’დამწყები პაიკები’’ გაიმართა.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი: აჭარის სპორტის დეპარტამენტი.

ჩატარების ადგილი: მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე, მის: ლეონიძის 15

ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესებით, 8 წლამდე ღია კატეგორიაში, შვეიცარული სისტემით7 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.

 აღსანიშნავია, რომ "დამწყები პაიკები" ნორჩი მოჭადრაკეებისთვისაა, რომელთაც აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა არცერთ ოფიციალურ ტურნირში.

შეჯიბრის საბოლოო შედეგები:

  1. სოლომონიძე მათე (7-დან 7 ქულა)
  2. შაქარაძე თომა (7-დან 5 ქულა)
  3. მეტიკი ადრიან (7-დან 5 ქულა)

გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული - ჯიჯეიშვილი ევა (7-დან 4 ქულა)

I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ  მედლითა და დიპლომით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე  თასით. საუკეთესო გოგონა დაჯილდოვდა  მედლით, დიპლომით და თასით.   ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო სიგელი.

← Back to publications

More from this category