ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი

ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 25 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი  მიძღვნილი ღია ტურნირი გაიმართება.

ჩატარების ადგილი: სასტუმრო ‘’იბის სტაილს’’, მის: ლეხ და მარია კაჩინსკების 5ბ

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება ელვისებურ ჭადრაკში, ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული
სისტემით 7 ტურად.
მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის ჩატარების
სისტემას და წესებს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

მონაწილენი:
ჟურნალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.

რეგისტრაცია:

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 24 მარტის 20:00 საათამდე.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/iAmduW2yvUAHpwZ37
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს
ორგანიზატორი.
საკონტაქტო ტელ: 599 069497

საერთო წესები:

პარტიაზე დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება საათზე დროის
ამოწურვის შემდეგ.

გამარჯვებულები:

I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები და 1 საუკეთესო მანდილოსანი
დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით, ჩემპიონი აგრეთვე
თასით.
ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.

ტურნირის დირექტორი - საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

← Back to publications

More from this category