საკვალიფიკაციო ტურნირი V, IV, III და II სპორტულ თანრიგზე

საკვალიფიკაციო ტურნირი V, IV, III და II სპორტულ თანრიგზე

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 2-3 მაისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში V, IV, III და II თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის სისტემას, დროის კონტროლს და ტურის დაწყების საათს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.

მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/x1vMoCimfRZYTHBR6

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 1 მაისის 19:00 საათი.
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს
ორგანიზატორი.

საკონტაქტო ტელ: – 558 410904.

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა: 2 მაისი, 12:30 სთ.
I-II-III ტური ჩატარდება 2 მაისს. I ტური დაიწყება 13:00 საათზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.
IV-V-VI-VII ტური – 3 მაისი, დასაწყისი 13:00 სთ.
ტურნირის დახურვა: 3 მაისი, 16:00 სთ.

სატურნირო შესატანი 15 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის
პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა –
 https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი,
წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).

დაჯილდოება:

  • 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლითა და დიპლომით.
  • V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4 და მეტ ქულას
    მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.
  • IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4.5 და მეტ ქულას
    მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.
  • III თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას
    მიენიჭებათ III სპორტული თანრიგის 1 ბალი.
  • II თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5.5 და მეტ ქულას მიენიჭებათ II სპორტული თანრიგის 1 ბალი.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

← Back to publications

More from this category