ზურაბ სტურუა ევროპის ჩემპიონია სენიორთა შორის

ზურაბ სტურუა ევროპის ჩემპიონია სენიორთა შორის

This content is available in its original language. KA

იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში ევროპის ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის დასრულდა.

ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის ორ ასაკობრივ კატეგორიაში 50+ და 65+ ჩატარდა. 

ღონისძიებაში 34 ევროპული ქვეყნის 250-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა.

საქართველოს სახელით 65+ კატეგორიაში ასპარეზობდნენ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ სტურუა.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ სტურუა ევროპის 7-გზის ჩემპიონია სენიოთა შორის! მან 9 შესაძლებლიდან 7,5 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის გამარჯვებული ერთპიროვნულად გახდა.

ნონა გაფრინდაშვილმა 9-დან 5.5 ქულით V ადგილი დაიკავა.

ზურაბ სტურუას ევროპის ჩემპიონობის წლები:

  • 50+ კატეგორია – 2015, 2016, 2019, 2023
  • 65+ კატეგორია - 2024, 2025, 2026

ღონისძიების საპრიზო ფონდი  იყო 18 000 ევრო.


← Back to publications

More from this category