საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8,10,12,14,16 და 18 წლამდე

საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8,10,12,14,16 და 18 წლამდე

This content is available in its original language. KA

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით,10-13 სექტემებრს ქ. ქუთაისში საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

მონაწილენი:
ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 8 წლამდე – 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 10 წლამდე – 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 12 წლამდე – 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 14 წლამდე – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 16 წლამდე – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 18 წლამდე – 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

ყველა მონაწილეს უნდა ქონდეს გადახდილი 2026 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე.
ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა - https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
  • ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
  • დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

დროის კონტროლი:
სწრაფ ჭადრაკში - ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე,
ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.
ელვისებურ ჭადრაკში - ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 3 წუთი პარტიის
ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 2 წამის დამატებით.

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა:
სწრაფ ჭადრაკში - https://forms.gle/1gK9itCS4Gdf42Bb9
ელვისებურ ჭადრაკში - https://forms.gle/QZeVwi1fnBdJ4LsC8
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი
“ქუთაისი” საბანკო ანგარიშზე ტურნირის საწევრო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი
დოკუმენტი;
რეგისტრაციის ბოლო ვადაა:
სწრაფ ჭადრაკში - 2026 წლის 8 სექტემბრის 18:00 სათი.
ელვისებურ ჭადრაკში - 2026 წლის 11 სექტემბრის 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83

თითოეული მონაწილის ტურნირის საწევრო შესატანია - 30 ლარი სწრაფ ჭადრაკში, 25 ლარი
ელვისებურ ჭადრაკში.

ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი “ქუთაისი”. საბანკო რეკვიზიტები:
სს "საქართველოს ბანკი" საბანკო ანგარიში: GE63BG0000000576120700.
ბანკის კოდი BAGAGE22

ტურნირის განრიგი სწრაფ ჭადრაკში:

ელვისებურ ჭადრაკში:

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით .
  • II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - ალექსანდრე არსენიძე
ორგანიზატორთა საკონტაქტო ტელეფონი - 599 92–96–87.

← Back to publications

More from this category