"მამია ხარაზის მემორიალის" გამარჯვებულები

"მამია ხარაზის მემორიალის" გამარჯვებულები

4 - 6 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, სასპორტო სკოლის დარბაზში ჩატარდა ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ,,მამია ხარაზის მემორიალი." ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით 9 ტურად.


ორივე კატეგორიაში გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ღია ტურნირში მამია ხარაზის თასის მფლობელი გახდა ეროვნული ოსტატი ჯამბულ მახარაძე, ხოლო 12 წლამდე ჭაბუკთა შორის, გიორგი გოგიაშვილი (მწვრთნელი - ალექს ტერ-კარაპეტიანი)

ღია (მამაკაცები):

  1. ჯამბულ მახარაძე
  2. ზვიად ქამადაძე
  3. გრიგოლ ვოსკანიანი

ღია (ქალები):

  1. დეა ბედოშვილი (მწვრთნელი-ლეონიდ ნეურონოვი)
  2. თინათინ ბერიძე
  3. დიანა ქუთელია (მწვრთნელი- ალექსი ტერ-კარაპეტიანი)

12 წლამდე ჭაბუკები:

  1. გიორგი გოგიაშვილი (მწვრთნელი - ალექსი ტერ-კარაპეტიანი)
  2. ლუკა მახარაძე (მწვრთნელი - ნინო წიტაიშვილი)
  3. თამაზ ლომინაძე (მწვრთნელი - სოფიკო ტერელაძე)

12 წლამდე გოგონები:

  1. ანასტასია გორგილაძე (მწვრთნელი-ლეონიდ ნეურონოვი)
  2. მარიამ კალანდაძე (მწვრთნელი - თენგიზ დიდმანიძე)
  3. მარიამ ცეცხლაძე (მწვრთნელი- ლეონიდ ნეურონოვი)


დამატებით ფასიანი საჩუქრები გადაეცათ 8, 10 და 14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში გამოვლენილ საუკეთესო შედეგის მქონე გოგონებსა და ჭაბუკებს, ქობულეთელ მოჭადრაკეებს და ტურნირის უხუცეს მონაწილეს ელგუჯა ანთაძეს.

8 წლამდე ჭაბუკები:

  1. არსენ საზონოვი (მწვრთნელი - სოფიკო ტერელაძე)

10 წლამდე ჭაბუკები:

  1. ლუკა მახარაძე (მწვრთნელი - ჯამბულ მახარაძე)

14 წლამდე ჭაბუკები:

  1. ირაკლი ყურშუბაძე (მწვრთნელი-სოფიკო ტერელაძე)

8 წლამდე გოგონები:

  1. ანი ყალიჩავა (მწვრთნელი - ამირან მჟავანაძე)

10 წლამდე გოგონები:

  1. ლულუ დიასამიძე (მწვრთნელი - ამირან მჟავანაძე

14 წლამდე გოგონები:

  1. ნინო ჟღენტი (მწვრთნელი - ალექსი ტერ-კარაპეტიანი)

მამია ხარაზი იყო აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი (1992-1996 წწ).

მამია ხარაზი. – „ ბიოგრაფია,“,,
( ამონარიდი სიტყვიდან, მწერალთა კავშირში თქმული, მამიკოს წიგნის ,
--„ანა ახმატოვას“ პრეზენტაციის დროს 1994 წელს,,,)
„რაც შემეხება მე,--ჩემი ბიოგრაფია ძალზედ უბრალო არის, ძალიან ბევრი სირთულეებით, წინააღმდეგობებით,,,,
სამი წლის ასაკიდან, შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოს რუქა იყო ცნობილი ჩემთვის,,,ნაცვლად ნოხებისა, კედლებზე რუქები იყო გაკრული,,,,
--მე, ბებიის და ბაბუის სახლში ვარ გაზრდილი, ხასან თხილაიშვილის ოჯახში,,,,ის მოღვაწე კაცი იყო, 1918 წელს ქობულეთში გამართულ პლებისციტისას, თურქებმა ზარბაზნის ლულაზე გააკრეს საქართველოს ერთგულებისთვის, შემდეგ შემთხვევამ გადაარჩინა,,, ის იყო, გულო-აღა კაიკაციშვილის დის შვილი, მისი შვილიშვილი ვარ მე,,,,
--- ბებიაჩემი, (დედის მხრიდან), რომელსაც დედას ვეძახოდი ყოველთვის, --უკანასკნელი ხინოწმინდელის , --იოანე ართმელაძის შთამომავალი იყო.
--- მამის მხრიდან, ბებია იყო, საოცრად დიდებული ქალი, დადიანის ქალი იყო,
მისი ძმა, უსუფ --აღა დადიანი, იყო მეუღლე, ჭოლა ლომთათიძის (საზოგადო მოღვაწე) დის, -- სიდონია ლომთათიძის,,,,
--ბაბუაჩემი უსუფ-- აღას , წაყვა პეტერბურგში ჭოლასთან, რომ ნებართვა აეღო,
სიდონიაზე შეუღლებისათვის, იმიტომ რომ ოჯახმა, უარი უთხრა : აჭარელს ვერ
მივცემთ ქალსოო,,,,ხოდააა, ჭოლამ წერილი გაუგზავნა ოჯახს, --თუ ამათ ერთმანეთი უყვართო,ნუ შეუშლით ხელსო....და ამ კინტრიშის ხეობაში, გაზეთი და წიგნი, სიდონიას შეტანილი იყო, ასე შეიძლება ითქვას, ის უკითხავდა ხალხს, ჟურნალ -გაზეთებს, რომელის საქართველოდან შემოდიოდა, ისევ საქართველოს ამ პატარა კუთხეში.
-----აი, ასეთ ტრადიციებზე ვარ გაზრდილი!
--- ბაბუაჩემი ხასან თხილაიშვილი, ლექსებს წერდა, შესანიშნავი ლექსები აქვს, გამოქვეყნებულია ეს ლექსები ,,,,“

https://www.facebook.com/natela.xarazi.7/videos/1909312649341131/

https://www.facebook.com/natela.xarazi.7/videos/1909312649341131/?t=19

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები