მაიას თასის პირველი ეტაპი ირაკლი ახვლედიანის გამარჯვებით დასრულდა!

მაიას თასის პირველი ეტაპი ირაკლი ახვლედიანის გამარჯვებით დასრულდა!

ბათუმელი სპორტსმენის, ირაკლი ახვლედიანის გამარჯვებით დასრულდა მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშების პირველი ეტაპი ონლაინ ჭადრაკში!

ასპარეზობა გაიმართა საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘chess com’ - მაია ჩიბურდანიძის  ონლაინ კლუბში და მასში 6 ქვეყნის (საქართველო,საფრანგეთი,სინგაპური,უკრიანა,მალაიზია,სომხეთი) 72 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ტურნირი ჩატარდა შვეიცარული სისტემით 13 ტურად, დროის კონტროლით: 3 წუთი 2 წამის დამატებით.

საპრიზო ხუთეულიში მეორე ბათუმელი სპორტსმენიც მოხვდა. V ადგილზე გავიდა ნოდარ ლორთქიფანიძე.

ტურნირში დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:

I ადგილი - 150 ლარი;
II ადგილი - 120 ლარი;
III ადგილი - 100 ლარი;
IV ადგილი - 80 ლარი;
V ადგილი - 50 ლარი

- ნახევარფინალური და ფინალური 4-პარტიანი მატჩები გაიმართება ოთხ მოჭადრაკეს შორის 13 სექტემბერს, დროის იგივე კონტროლით, სადაც გამოვლინდებიან თასის მფლობელი და პრიზიორები.

- ნახევარფინალში გასასვლელად აუცილებელია ოთხიდან სამი ტურნირის თამაში.

- საუკეთესო ოთხეულის გამოსავლენად დაითვლება 3 ტურნირში აღებული საუკეთესო ქულათა ჯამი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ქულათა ჯამი თანაბარია, დაითვლება 3 საუკეთესო ტურნირის ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტის ჯამი.

შემდეგი ეტაპები გაიმართება:

- II ტურნირი – 9 აგვისტო, 14.30სთ
- III ტურნირი – 23 აგვისტო, 14.30სთ
- IV ტურნირი – 6 სექტემბერი, 14.30სთ
- V ტურნირი – ნახევარფინალური და ფინალური მატჩები მაია ჩიბურდანიძის თასზე – 13 სექტემბერი, 14.30სთ

ონლაინ-ტურნირებში დაიშვება ნებისმიერი მოჭადრაკე, რომელთა რეიტინგი აღემატება 2000-ს პუნქტს და ვინც გაწევრიანებული იქნება chess.com-ზე არსებულ ჯგუფში ‘Maya Chiburdanidze Club’. https://www.chess.com/club/maya-chiburdanidze-club/join

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები