საქართველოს ჩემპიონატი 12 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჩემპიონატი 12 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

21-30 სექტემბერს, ქ. თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი 12 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

12 წლამდე - 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

18 წლამდე - 2002 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;                  

სისტემა და კვალიფიკაცია:

- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

- დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი,

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის  20 სექტემბრის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს "თიბისი ბანკი"

საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL        საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

-  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2020 წლის  20 სექტემბრის 18.00 საათი.

-  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)

-  სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან.

- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით).

გამარჯვებულები:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და ნოუთბუქებით

- II ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და

 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

- III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და 100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

- ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.

- სპორტული თანრიგი პირდაპირი წესით ენიჭება საქართველოს ჩემპიონებს:

- 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - I სპორტული თანრიგი.

- 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - სპორტის ოსტატის კანდიდატობა.

- კოვიდ - 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი.

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები