მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

მაია  ჩიბურდანიძის თასის გათამაშება 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

25 სექტემბერს, საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com, ჭადრაკის დედოფლის აკადემიის ონლაინ კლუბში დასრულდა 13 წლამდე ბავშვებში მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება. ტურნირი ტარდებოდა 4 ეტაპად. დროის კონტროლი: 10 წუთი, 2 წამის დამატებით.

გრან-პრის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 12 წლის დენიელ საფაროვი (თბილისი) და 10 წლის კესარია მგელაძე (ბათუმი). დაძაბულ მატჩში საჩემპიონო ფორტუნა დენიელ საფაროვის მხარეს აღმოჩნდა!

ბათუმელმა მოჭადრაკემ კესარია მგელაძემ საკმაოდ სტაბილურად განვლო 4-ვე ეტაპი და მეორე ადგილი დამაჯერებლად დაიკავა!

მესამე საპრიზო ადგილზე 13 წლის ვასიკო შაპოვალოვი (ქუთაისი) გავიდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 1.5 - 0.5 9 წლის დავით ჩანქსელიანს (ხონი) სძლია!

აღსანიშნავია ბათუმელი მარიამ კალანდაძის ღირსეული ბრძოლაც, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა ნახევარ ფინალურ მატჩში გადასასვლელად.

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები