საქართველოსა და პოლონეთის ქალ მოჭადრაკეთა მეგობრული მატჩი ჩვენების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა!
20-22 ნოემბერს საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com მანდილოსნებმა ითამაშეს სწრაფი და ელვისებური ჭადრაკი, რომელიც 12-12 პარტიისგან შედგებოდა. დროის კონტროლი: 10+10 და 3+2. თითოეულ მატჩში 6-6 მონაწილე ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ორივე ტურნირი ქართველთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა: რაპიდი - 17- 7, (პირადი ქულები - 40.5 - 31.5) ბლიცი - 8 - 4, (პირადი ქულები - 41 - 31) საერთო ჯამში კი ანგარიშით 25 - 11. (პირადი ქულები - 81.5 - 62.5)
პირად ჩათვლაში 17 ქულით ტურნირში საუკეთესო შედეგი აჩვენა საქართველოს წარმომადგენელმა ლელა ჯავახიშვილმა!
საქართველოს ქალთა გუნდის შემადგენლობა:
- ნანა ძაგნიძე
- ლელა ჯავახიშვილი
- ნინო ბაციაშვილი
- მერი არაბიძე
- სალომე მელია
- სოფიკო ხუხაშვილი
პოლონეთის ქალთა გუნდის შემადგენლობა:
- მონიკა სოჩკო
- კარინა სიფკა
- იოლანტა ზავადკა
- ივეტა რახლიჩი
- კლაუდია კულონი
- იულია ანტოლაკი
- ალისია სლივიჩკა



