აჭარის ჭადრაკის ფედერაცია 60 წლის იუბილეს ულოცავს მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, მაია ჩიბურდანიძეს!

აჭარის ჭადრაკის ფედერაცია 60 წლის იუბილეს ულოცავს მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, მაია ჩიბურდანიძეს!

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული მაია ჩიბურდანიძე იუბილარია!

მაია ჩიბურდანიძე: საჭადრაკო ოსკარის ოთხგზის მფლობელი; ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდოს 'ოქროს პაიკის' მფლობელი; ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი; ღირსების ორდენის კავალერი.

17 იანვარს, მაიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „ჭადრაკის დედოფლის აკადემიის'' ორგანიზებით ონლაინ პლატფორმაზე chess.com ჭადრაკის მოყვარულთათვის სამი ონლაინ-ტურნირი გაიმართა.

A კატეგორიის ტურნირში თამაშობდნენ მოჭადრაკეები, რომელთა ბლიც-რეიტინგი 2000-ზე მაღალი იყო. ტურნირი გაიმართა 11 ტურად, დროის კონტროლით 3+1.

B კატეგორიის ტურნირში მონაწილეობდნენ რაპიდ-რეიტინგით 1200-დან 2000-მდე. ტურნირი გაიმართა 7 ტურად, დროის კონტროლით 10+2.

C კატეგორიის ტურნირში კი ითამაშეს 1200-მდე რაპიდ-რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებმა. ტურნირი გაიმართა 7 ტურად, დროის კონტროლით, 10+2.

გახდით მაია ჩიბურდანიძის კლუბის წევრი: https://www.chess.com/club/maya-chiburdanidze-club/join

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები