გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა „ბათუმი - 2021''-ის ღია საჭადრაკო ფესტივალთან დაკავშირებით

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა  „ბათუმი - 2021''-ის ღია საჭადრაკო ფესტივალთან დაკავშირებით

საჭადრაკო ფესტივალი ''ბათუმი - 2021'' გაიმართება დებულების და უკვე დაანონსებული ინფორმაციების მიხედვით.

მათთვის, ვისაც ტურნირის დაწყებამდე 72 საათით ადრე არ ექნებათ ჩატარებული კოვიდ ტესტირება, ანალიზის გაკეთება ორგანიზებული იქნება 21 ივლისს 17:00-დან 20:00 საათამდე ჭადრაკის ყოფილ სასახლეში ''კაისა'' (ტურნირის დაწყებამდე რომ მოესწროს კოვიდ ტესტის პასუხის აღება, ანალიზი უნდა გაკეთდეს მაქსიმუმ 22 ივლისის 09:30 საათამდე. ასეთ სიტუაციაში მყოფი სპორტსმენებისთვისაც ფედერაცია უზრუნველყოფს 22 ივლის დილის 09:30-მდე ტესტის გაკეთებას).

I ტური დაიწყება 22 ივლისს 17:00 საათზე, დანარჩენი ტურები გაგრძელდება დებულების მიხედვით ყოველ დღე 14:00 საათზე.

სატურნირო სიების შემოწმება შესაძლებელია ვებ-გვერდზე chess-results.com

მათთვის, ვისაც სურს რეგისტრაციის გავლა სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ, საკონტაქო ნომერია: 599 069497

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები