მედალოსნებთან შეხვედრა

მედალოსნებთან შეხვედრა

აჭარის ჭადრაკის ფედერაციამ შეხვედრა მოუწყო და წარმატება მიულოცა საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებულ გოგონებს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მონაგარში 4 მედალია: 1 ოქროს , 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს.

კესარია მგელაძე 13 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. მწვრთნელი - ნუკრი მანაგაძე

ლულუ დიასამიძე 15 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ვიცე ჩემპიონია. მწვრთნელი - გიგა ყუფარაძე.

11 და 13 წლამდე გოგონათა შორის კი ბრინჯაოს მედლის მფლლობელები გახდნენ  ანეტა ქედელიძე და მარიამ კალანდაძე. მწვრთნელი - თენგიზ დიდმანიძე.

1-2 ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა მსოფლიოსა და ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი გაიმართება 13-23 აპრილს საბერძნეთში, ევროპის კი – 12-21 მაისს ალბანეთში.

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები