მეშვიდე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ბათუმის მერიის თასი-2023” დასრულდა!

მეშვიდე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ბათუმის მერიის თასი-2023” დასრულდა!

 1 - 11 ივლისის ჩათვლით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე მეშვიდე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს "ბათუმის მერიის თასი-2023"-ს მასპინძლობდა!

ღონისძიება შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა.

დროის კონტროლი:   "ღია - ა ტურნირი" (A Open ) - 1 სთ და 30 წთ - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ პარტიის ბოლომდე , ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

"ღია - ბ", "ღია - ც" და  ასაკობრივი ტურნირები" ( B Open, C Open & Youth ) - 1 სთ და 30 წთ  პარტიის ბოლომდე , ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

ასპარეზობაშო მონაწილეობას ღებულობდა 19 ქყვეყნის სხვადასხვა ასაკისა და რანგის 400-მდე  მოჭადრაკე.

"A ტურნირი" (A Open - 2200 >) - გამარჯვებულები

"B ტურნირი" (B Open - 2200 <) - გამარჯვებულები

"C ტურნირი" (C Open - 1600 ≤  ) - გამარჯვებულები

B Open კატეგორიაში ასევე გამოიყო 14 წლამდე გოგონათა შორის საუკეთესო 3 მოჭადრაკე. პირველი ადგილი ქობულეთელმა ლულუ დიასამიძემ დაიკავა, მან 9 შესაძლებლობიდან 4.5 ქულა დააგროვა და 89.6 პუნქტით აიმაღლა FIDE-ს რეიტინგი!

12 წლამდე ჭაბუკთა შორის 9-დან 8 ქულით პირველი ადგილი ბათუმელმა შოთა დოლიძემ დაიკავა!

12 წლამდე გოგონათა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი 9-დან 8.5 ქულით, ბათუმელი ანეტა ქედელიძე გახდა!

10 წლამდე ჭაბუკთა შორის ბათუმელმა რატი დიასამიძემ 9-დან 7.5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა!

8 წლამდე გოგონათა კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა ბათუმელმა მარიამ გოგუაძემ, რომელიც 9-დან 9 გამარჯვებით ოქროს მედლის მფლობელი გახდა!

ღონისძიების ფარგლებში 11 ივლისს, ღია საერთაშორისო ბლიც ტურნირი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ბლიც ტურნირში 9-დან 8 ქულით, ვერცხლის მედლის მფლობელი ბათუმელი ნოდარ ლორთქიფანიძე გახდა.

ფესტივალის ფარგლებში პარალელურად, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გურამ ჭანტურიას თასი-2023" გაიმართა. 

საპრიზო სამეული:

I ადგილი -  ზურაბ ლიფონავა (5,5)  სენაკი             

II ადგილი -  დავით ჯაფარიძე(5) თბილისი   

III ადგილი -  რობერტ ლომიძე (5) რუსთავი  

I ადგილი ქალთა შორის   -  თამარ ჭანტურია  (5)  თბილისი

II ადგილი ქალთა შორის -  სვეტლანა უტიანსკაია (3) ბათუმი

III ადგილი ქალთა შორის-  თალიკო გაბეჩავა (3)  ბათუმი

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები