საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასავლეთ ზონის პირველი ლიგა

საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასავლეთ ზონის პირველი ლიგა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 10-15 მარტს, ქ. ფოთის საჭადრაკო კლუბ "ნანა"-ში, საქართველოს ჩემპიონატი U8;U10; U12; დასავლეთ ზონის პირველი ლიგა გაიმართება.

მონაწილენი:

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 8 წლამდე –   2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 10 წლამდე –  2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 12 წლამდე –  2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე (სს "საქართველოს ბანკი" საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე,
შევსებული ელექტრონული ფორმა - https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: 

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა -
https://forms.gle/TXo3vkvDEFoH2JUy5

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 8 მარტი 18:00 სათი.
ელ-ფოსტა - chesspoti@yahoo.com

ითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია –  30 ლარი.

ა(ა)იპ ფოთის საჭადრაკო კლუბი ნანა.
სს "საქართველოს ბანკი", საბანკო ანგარიში: GE16BG0000000588967256

ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვისაათი
ჩამოსვლის დღე10 მარტი
I ტურის კენჭისყრა11 მარტი  12:00
გახსნა11 მარტი14:45
I ტური11 მარტი15:00
II ტური12 მარტი12:30
III ტური12 მარტი15:00
IV ტური13 მარტი15:00
V ტური14 მარტი12:30
VI ტური14 მარტი15:00
VII ტური15 მარტი15:00
დახურვა15 მარტი17:30

გამარჯვებულები:

  • 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
  • თითოეულ ტურნირში 1–5 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის
    უმაღლესი ლიგის საგზურებს.
  • 1 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ შეასაბამისი სპორტული თანრიგი:
    8 წლამდე - III თანრიგი, 10 წლამდე - II თანრიგი, 12 წლამდე - I თანრიგი.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი – გოჩა ჩაჩუა.

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები