საქართველოს სენიორთა ჩემპიონატის გამარჯვებულები

საქართველოს სენიორთა ჩემპიონატის გამარჯვებულები

15 - 22 მარტს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართა.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენდა 2500 ლარს. ტურნირი იმართებოდა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

ვაჟთა შორის ტურნირი მიხეილ კეკელიძის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა! გამარჯვებულმა 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ბექა კვარაცხელიას.

III-IV ადგილი გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

  • III ადგილი - ფრიდონ ყალაგაშვილი
  • IV ადგილი - ზაზა ხოფერია

ქალთა შორის ჩემპიონის ვინაობა დამატებითმა მაჩვენებლებმა გაარკვია. უკეთესი კოეფიციენტით პირველი ადგილი ნანა მუსერიძემ მოიპოვა, მეორე ადგილზე თამაღ ჭანტურია გავიდა, ხოლო მესამეზე - მაკა ხანთაძე.

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები