აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 27 ოქტომბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას მემორიალი ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება.
ტურნირის კატეგორიები:
- A - ღია ტურნირი;
- B - 12 წლამდე ღია ტურნირი.
ჩატარების სისტემა:
ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
ტურნირში ფიდეს რეიტინგის დათვლას განსაზღვრავს ორგანიზატორი მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
მონაწილენი: საქართველოსა და მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 2 წამის დამატებით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 25 ოქტომბრის 20.00 საათი.
სარეგისტრაციო ბმული - https://forms.gle/M7YevZyVV1SR9iuu9
ტურნირის ჩატარების დრო:
ტურნირის გახსნა - 12:00 სთ.
I ტური - 12:30 სთ.
ყოველი მომდენვო ტური დაიწყება პარტიების დასრულების შემდეგ.
ტურნირის დახურვა - 16:30 სთ
გამარჯვებულები:
ღია კატეგორიაში I, II, III საპრიზო ადგილზე გასულები და 1 საუკეთესო ქალი დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი ჯილდოთი, ხოლო კატეგორიის გამარჯვებული აგრეთვე თასით.
ღია კატეგორია:
I ადგილი - 200 ლ.
II ადგილი - 150 ლ.
III ადგილი - 100 ლ.
ქალთა ნომინაცია:
I ადგილი - 100 ლ.
12 წლამდე კატეგორიაში I, II, III საპრიზო ადგილზე გასულები და 3 საუკეთესო გოგონა დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით, მედლებითა და დიპლომებით - კატეგორიის გამარჯვებული აგრეთვე თასით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ალექს ტერ-კარაპეტიანი



