საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვარსკვლავთა ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვარსკვლავთა ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 26 მაისს, თბილისში სასტუმრო ბილთმორში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვარსკვლავთა ტურნირები გაიმართა.

ტურნირები:

  • ღია ტურნირი;
  • ქალთა ტურნირი;

სათამაშო წესები:

  • დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
  • ტურნირები ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

ღია ტურნირში მონაწილეობდა 18 სპორტემნი, ქალთა შორის - 21.

აჭარიდან 7 მოჭადრაკე იყო წარმოდგენილი:

  • ნინო ბაციაშვილი
  • სალომე მელია
  • მირანდა მიქაძე
  • კესარია მგელაძე
  • მარიამ კალანდაძე
  • ნოადარ ლორთქიფანიძე
  • გაიოზ ნიგალიძე

აღსანიშნავია, რომ ბათუმელმა მოჭადრაკე კესარია მგელაძემ ქალთა ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 18 წლამდე გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული გახდა!

სენიორი ქალები (50+) ნომინაციის გამარჯვებული - ინაგა ხურცილავა (9-დან 5 ქულა)

სენიორი ქალები (65+) ნომინაციის გამარჯვებული - ნონა გაფრინდაშვილი (9-დან 3 ქულა)

სენიორი კაცები (65+) ნომინაციის გამარჯვებული - გიორგი ბაღათუროვი (9-დან 4 ქულა)

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები